saqarTvelos qedebi - bezengis kedeli
ქვეყანა | საქართველო, რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | სვანეთი, ბალყარეთი |
კოორდინატები | 43°01`23` ჩ. გ. 43°02`52` ა. გ. |
უმაღლესი წერტილი | შხარა |
სიმაღლე | 5058 მ |
ისტორიული სახელწოდება: ფიცრული.
ცენტრალური კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ყველაზე მაღალი, 12 კმ სიგრძის მონაკვეთი. აღმართულია კედლის მსგავსად ბალყარეთსა (ჩრდილოეთით) და სვანეთს (სამხრეთით) შორის. ბეზენგის კედელს საქართველოში ხალდეს კედელსაც ეძახიან. ბეზენგის კედელზე გაშიშვლებულია კავკასიონის კრისტალური გულის ქანები - ნაცრისფერი გრანიტოიდები, რომლითაც აგებულია ბეზენგის კედლის უმაღლესი მწვერვალები: ლალვერი (4350 მ), გისტოლა (4860 მ), კათინთაუ (4970 მ), ჯანღა (5040მ), შოთა რუსთაველის მწვერვალი (4960 მ), შხარა (5058 მ). მათ შორის 4400-4100 მ სიმაღლის უღელტეხილებია.
ბეზენგის კედელიდან ჩრდილოეთით ეშვება კავკასიონის ერთ-ერთი უდიდესი ბეზენგის მყინვარი, ხოლო სამხრეთით - ხალდესა და შხარის მყინვარები. ბეზენგის კედლის მწვერვალების ტრავერსი ერთ-ერთი უძნელესი ალპინისტური მარშრუტია კავკასიონზე.